Monday, 4 February 2013

ჭიდაობა


საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ საბჭოთა კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საბჭოთა კავშირში, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.
თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელი
ც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005 წლიდან).   წყარო :   http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=249&info_id=1060k
საქართველოს სპორტსმენთა შედეგები

ოლიმპიური თამაშები
6
4
7
მსოფლიოს ჩემპიონატი
21
12
9
ევრო
პის ჩემპიონატი
27
9
16

ოლიმპიური თამაშები
I ადგილი
დავით ციმაკურიძე 1952
მირიან ცალქალამანიძე 1956
ლევან თედიაშვილი 1972, 76
დავით გობეჯიშვილი 1988
ლერი ხაბელოვი 1992
II ადგილი
გიორგი სხირტლაძე 1960
გურამ საღარაძე 1964
შოთა ლომიძე 1968
ლერი ხაბელოვი 1988
III ადგილი
ვახტანგ ბალავაძე 1956
გიორგი სხირტლაძე 1956
ვლადიმერ რუბაშვილი 1960
ნოდარ ხოხაშვილი1964
დავით გობეჯიშვილი1992
ელდარ კურტანიძე1996, 2000

მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
ვახტანგ ბალავაძე 1954, 57
გიორგი სხირტლაძე 1959
ვლადიმერ რუბაშვილი 1961
გურამ საღარაძე 1963, 65
ზარბეგ ბერიაშვილი 1959
შოთა ლომიძე1969, 71
ლევან თედიაშვილი 1971, 73, 74, 75
დავით გობეჯიშვილი 1985, 90
ლერი ხაბელოვი 1985, 87, 90, 91
ელდარ კურტანიძე 2002, 03
II ადგილი
გიორგი სხირტლაძე 1957
მირიან ცალქალამანიძე 1957
ვახტანგ ბალავაძე 1959
ზარბეგ ბერიაშვილი 1963, 65, 67
გურამ საღარაძე 1966, 67
შოთა ლომიძე 1967
ლევან თედიაშვილი 1978
დავით გობეჯიშვილი 1986
ელდარ კურტანიძე 1993
III ადგილი
სერგო გაბარაევი 1954
ნიკოლოზ მუზაშვილი 1954
მირიან ცალქალამანიძე 1954
ვლადიმერ არსენიანი 1959
ტარიელ ალიბეგაშვილი 1969
ნოდარ ხოხაშვილი 1969
ელდარ კურტანიძე 1997
დავით პოღოსიანი 2001
რევაზ მინდორაშვილი 2003

ევროპის ჩემპიონატიI ადგილი
ზარბეგ ბერიაშვილი 1966, 67, 70
შოთა ლომიძე 1966, 69
ანდრო ცხოვრებოვი 1968
ნოდარ მოდებაძე 1973
ლევან თედიაშვილი 1974, 76, 78
რაშ ხუტაბა 1982
დავით გობეჯიშვილი 1985
ლერი ხაბელოვი 1985, 87, 88,  92
ზაზა თურმანიძე 1987
ზაზა ზოზიროვი 1993
ელდარ კურტანიძე 1996, 97, 98, 2001, 05
დავით პოღოსიანი 1997, 98
ემზარ ბედინეიშვილი 2000
რევაზ მინდორაშვილი 2003
II ადგილი
შოთა ლომიძე 1967
ნოდარ ხოხაშვილი 1969
რომან მარსაგიშვილი 1972
ელდარ კურტანიძე 1993, 95, 2002
ალექსი მოდებაძე 2001
დავით ოთიაშვილი 2002
რევაზ მინდორაშვილი 2004
III ადგილი
ანდრო ცხოვრებოვი 1966
გურამ საღარაძე 1968
როინ დობორჯგინიძე 1973
გიორგი მაკასარაშვილი 1980, 83
დავით გიგაური 1983
ემზარ ბედინეიშვილი 1999
ოთარ თუშიშვილი 1999, 2001
ელდარ კურტანიძე 1999
გურამ მჭედლიძე 2000
რევაზ მინდორაშვილი 2002
ალექსი მოდებაძე 2003
ბესარიონ გოჩაშვილი 2005
ლუკა კურტანიძე 2006
გიორგი გოგშელიძე 2006

ახალგაზრდა თავისუფალთა ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ტაილანდიდან 

                     
აილანდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. ექვსდღიანი შეჯიბრების ბოლო ორ დღეს - 8-9 სექტემბერს ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ. საქმეში რვა ქართველიც ჩაერთო და მათგან ოთხმა მედალი მოიპოვა, ოღონდ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვერც ერთი მათგანი ვერ ავიდა.

ლაშა ტალახაძე (55 კგ) და კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ) ფინალში გავიდნენ და მსოფლიოს ჩემპიონობამდე თითო მოგებაღა დააკლდათ. ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები მსოფლიოს ჩემპიონატი
პატაია. ტაილანდი
8-9 სექტემბერი

50 კგ

1 მაგომედ მაგომედალიევი (რუსეთი)
2 რუსლან სურხაიევი (აზერბაიჯანი)
3 პარდეპ პარდეპი (ინდოეთი)
3 ალირეზა გორბან ჰატამი (ირანი)

55 კგ
1 ბეხბაიარ ერდენაბატი (მონღოლეთი)
2 ლაშა ტალახაძე (საქართველო)
3 ფუმიტაკა მორიშიტა (იაპონია)
3 მანუელ ფიოლერი (გერმანია)

60 კგ
1 ბეჰნამ ესაგ ესანპუური (ირანი)
2 ზაირბეგ მუზაროვი (რუსეთი)
3 მეირზან აშიროვი (ყაზახეთი)
3 ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)

66 კგ
1 მაგომედ კურბანალიევი (რუსეთი)
2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
3 მუსტაფა კაია (თურქეთი)
3 დავით აპოიანი (სომხეთი)

74 კგ
1 ზაურ მაკიევი (რუსეთი)
2 აჰმედ დუდაროვი (გერმანია)
3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)
3 ნიამბაიარ ბაატარი (მონღოლეთი)

84 კგ
1 მოჰამადჯავად ებრაჰიმიზივლაეი (ირანი)
2 პატ დოუნი (აშშ)
3 ევგენი ერემეევი (მოლდოვა)
3 შამილ კუდიმაგომედოვი (რუსეთი)

96 კგ
1 მერჰან მირზაეიშაფე (ირანი)
2 გაჯი შარიპოვი (აზერბაიჯანი)
3 ალი ბოკეოღლუ (თურქეთი)
3 იერმუკამბეტ ინკარი (ყაზახეთი)

120 კგ
1 მაგომედგაჯი ნურასულოვი (რუსეთი)
2 მურადინ კუშხოვი (უკრაინა)
3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ალი მაგომედაბიროვი (აზერბაიჯანი)

No comments:

Post a Comment