საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ საბჭოთა კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საბჭოთა კავშირში, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.
თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელი
ც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005 წლიდან). წყარო : http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=249&info_id=1060k
საქართველოს სპორტსმენთა შედეგები |
ო
|
ვ
|
ბ
|
ოლიმპიური თამაშები |
6
|
4
|
7
|
მსოფლიოს ჩემპიონატი |
21
|
12
|
9
|
ევრო |